ეროვნული ბანკის რეზერვები

09 ნოემბერი 2024, 15:00 232 ნახვა

რატომ შემცირდა სავალუტო რეზერვები ოქტომბერში რეკორდულად და რატომ გაყიდა ეროვნულმა ბანკმა მილიონობით დოლარი წინასაარჩევნო პერიოდში - ლარის კურსის ცვლილებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა.
ნათია თურნავას განცხადებით, ყოველთვის როდესაც სახეზეა არა ფუნდამენტური ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორები, ისინი ვალდებულები არიან ყველა ბერკეტით მოახდინონ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის და თავიდან აირიდონ ლარის მყისიერი გაუფასურება.
მისივე ინფორმაციით, ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ისევ აღდგება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში