აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ლონდონში საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობს - ტურიზმის დეპარტამენტი

08 ნოემბერი 2024, 16:09 277 ნახვა

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში, „WTM 2024“ შეხვედრები მიმდინარეობს წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორისაა: Euronews, BBC, Wanderlust, Rough Guides, National Geographic, Matador Network, Food and Travel Magazine, Adventure Travel Trade Association, Amadeus და Mail Metro Media.

გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს, 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანკფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში