„ქართული ოცნების“ პოზიცია

02 ნოემბერი 2024, 14:59 318 ნახვა

ოპოზიციის ბრალდებების პარალელურად, "ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. უმრავლესობა მოითხოვს, რომ საარჩევნო დარღვევების შესახებ ფაქტები დეტალურად იქნას შესწავლილი. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი "ქართული ოცნების" სახელით. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ორი სქემა გაშიფრეს. პირველის შემთხვევაში, "ოცნების" მხარდამჭერები ოპოზიციას საკუთარ წარმომადგენლებად ჰყავდა დარეგისტრირებული, რის გამოც ამომრჩევლები ერთიანი სიიდან ცესკომ ამოიღო და მათ ხმა ვერ მისცეს. ოცნებაში საუბრობენ, გადასატან ყუთთან დაკავშირებულ მანიპულაციაზეც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში