„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ფეისბუქმომხმარებლებს მიმართავს, რომ კარვები მიაწოდონ. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ - გაგვეხარდება, თუ მოგვყიდით - მაინც გაგვეხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია.
p.s. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუს-იც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც“, - წერს გვარამია.