გოდერძი კაპანაძემ კონტაქტურ კარატეში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიგო

29 ოქტომბერი 2024, 10:01 302 ნახვა

კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ბათუმელი მებრძოლი გოდერძი კაპანაძე ევროპის 2024 წლის აბსოლუტური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მებრძოლი გახდა. ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც ეს პრესტიჟული ტიტული მოიგო. 

გოდერძი კაპანაძემ ასევე მოიპოვა და 2025 წლის იაპონიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია. ამ დროისთვის საქართველო პირველი ქვეყანაა კონტინენტზე, ვისაც მამაკაცებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია ყველა წონით კატეგორიაში აქვს მოპოვებული. ტოკიოში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ: 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მინდია მგელაძე; 70 კილოგრამში ანდრეი ზინჩენკო; 80 კილოგრამში ლაშა ოზბეთელაშვილი; 90-ში დავით მსხალაძე და აბსოლუტურში გოდერძი კაპანაძე.

ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი მარიამ წიკლაური იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მგელაძემ.

ჩვენი ნაკრები პოლონეთიდან ხვალ დაბრუნდება და კონტინენტის პირველობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მაშინ შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში