დორტმუნდის ბორუსია 2-3 მონაკო [ვიდეო]

12 აპრილი 2017, 00:00 2411 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის გადადებული მეოთხედფინალური თამაში დღეს გაიმართა დორტმუნდში, ბორუსიასა და მონაკოს შორის. 
თამაშის 17-ე წუთზე მონაკოს ნახევარმცველმა ფაბინიომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ბურთი ბორუსიას კარს ააცილა, მაგრამ 2 წუთის შემდეგ მონაკოს ფორვარდმა მბაპემ გახსნა ანგარიში. 35-ე წუთზე კი დორტმუნდის მცველმა ბენდერმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში და პირველი ტაიმი მონაკოს გამარჯვებით 0-2 დასრულდა. 
მეორე ტაიმის 57-ე წუთზე კი დემბელემ შეამცირა სხვაობა.  79-ე წუთზე კი ისევ მბაპემ გამოიჩინა თავი და ანგირიში 1-3 გაზარდა. სულ მალევე კაგავამ გაქვითა ერთი გოლი. 
საბოლოო ანგარიში: დორტმუნდის ბორუსია 2-3 მონაკო. 
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს მონაკოში გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი