ენმ ხელვაჩაურის ოლქს ხელშეშლაში ადანაშაულებს

24 ოქტომბერი 2024, 20:30 291 ნახვა

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებზე ზეწოლასა და საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრები მიზანმიმართულად 80% მმართველი პარტიიდან და მათთან აფელირებული კომისიის პირებიდან შეირჩნენ.
მიშა ბოლქვაძის თქმით, სხვადასხვა საკითხზე საოლქო კომისიაში ათობით საჩივარი შეიტანეს, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დრომდე არ განხილულა. ბრალდებებს პასუხობს ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. ომარ ვარშანიძის თქმით, საოლქო კომისიაში სამუშაო პროცესი თანაბარუფლებიან გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება გადასატან ყუთებთან დაკავშირებულ ბრალდებას, განმარტავს, რომ კომისიის წევრების ფუნქციები კანონისამებრ, წილისყრის შედეგებზე დაყრდნობით გადანაწილდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი