საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა ფიბა-ევროპის თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა 

24 ოქტომბერი 2024, 09:10 211 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი „ქუთაისი“ ევროტურნირებზე პირველად ასპარეზობს და ორი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.    ფიბა-ევროპის თასზე ჯი ჯგუფში გამოდიან, სადაც მათი მეტოქე ბულგარული „ბალკანი“ იყო.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარელები მათსავე მოედანზე  86:78  დაამარცხა  და ევროსარბიელზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.  მატჩის საუკეთესო კალათბურთელი  27 ქულით და 11 მოხსნით გიორგი კორსანტია გახდა.

„ქუთაისს“ სამი ტურის შემდეგ  ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს  „ქუთაისი“  30 ოქტომბერს თბილისში სლოვაკურ „პრევიძასთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი