ბრაზილიაში, ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. ხანძრით განადგურებული ტერიტორიის ნახევარი ამაზონის ტროპიკულ ხეებზე მოდის სადაც ივნისიდან ოქტომბრის თვემდე განსაკუთრებით მშრალი სეზონია, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. სტიქია ამ დროისთვის 220 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ექსპერტების განცხადებით, კლიმატურ ცვლილებებში მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი შეაქვს ტყის საფარის გაჩეხვას.