უკრაინა 1:0 საქართველო

12 ოქტომბერი 2024, 11:56 278 ნახვა

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდა და მიხაილო მუდრიკის გოლით 0:1 დამარცხდა. ეროვნული გუნდისთვის ეს ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს (6) დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. ამ შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილი ვერ ითამაშებს, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი