ბოტანიკურ ბაღთან ორდონიანი ავტოსადგომი შენდება

11 აპრილი 2017, 00:00 5082 ნახვა

ბოტანიკურ ბაღთან ორდონიანი ავტოსადგომი შენდება - ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორდონიანი ავტოპარკინგი ჩაქვის შესასვლელის მხრიდან მოეწყობა და იგი ბაღის დამთვალიერებლებს და ტურისტებს მოემსახურება. 
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  პარკინგი 70-მდე მსუბუქ ავტომობილზე და 7 ავტობუსზე იქნება გათვლილი. მშენებლობა აპრილში დაიწყო. 

ავტოსადგომის მშენებლობის სამუშაოებს ასოციაცია „ატუ“ აწარმოებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი