ალბანეთის პოლიციამ ოპოზიციის მიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ტირანაში მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებს ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.
აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრ ედი რამას მთავრობის გადადგომას და მომავალი წლის საყოველთაო არჩევნებამდე დროებითი მთავრობის შექმნას მოითხოვდნენ. ისინი მთავრობას კორუფციაში, ნეპოტიზმსა და ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
ათასზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული ტირანაში, როცა ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი გამოვიდა ქუჩებში. პოლიციის განცხადებით, მომიტინგეებთან შეტაკებების დროს პოლიციის 10 ოფიცერმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
მომიტინგეები ასევე აპროტესტებდნენ ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერის სალი ბერიშის გათავისუფლებას.