საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებს. დღეს ორბელიანების სასახლეში შეხვედრა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შედგება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციაზე პარტიის თავმჯდომარე სხვა ლიდერებთან ერთად 15 საათზე მივა. კონსულტაციების პროცესი გუშინ დაიწყო.
პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“.