ისრაელში 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის წლისთავს აღნიშნავენ

07 ოქტომბერი 2024, 09:14 248 ნახვა

ისრაელში  ჰამასის ბოევიკების თავდასხმის პირველი წლისთავი აღნიშნეს, რასაც ღაზის სექტორში ომი მოჰყვა.  გამთენიისას  ზუსტად იმ დროს, როცა ჰამასის ბოევიკებმა გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაწყების წინ  ისრაელში რაკეტები გაუშვეს,  სირენების ხმა გაისმა.  

ისრაელის მონაცემებით, მათ მოკლეს დაახლოებით  ათას 200 ადამიანი და  250 მძევლად აიყვანეს. 

დღეს მძევალთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან  იერუსალიმში. ათასობით ისრაელელი შეიკრიბა ასევე ნოვას მუსიკალური ფესტივალის ადგილზე   ჰამასის თავდასხმის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, რომელმაც 364 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 44 ტყვედ ჩავარდა. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი