ირანული რაკეტები იერუსალიმის ცაზე

02 ოქტომბერი 2024, 11:02 290 ნახვა

იერუსალიმის  ცა რაკეტებმა გაანათა  მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა ისროლა. განგაშისა და  აფეთქებების ხმა ისმოდა იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს ხეობაში.  ადამიანები თავშესაფრებში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ისრაელის არმიის რადიოს მონაცემებით, ირანიდან ისრაელში 200-მდე რაკეტა ისროლეს.  ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ირანმა ათობით რაკეტა გაუშვა ისრაელისკენ და ისრაელს საპასუხო თავდასხმის შემთხვევაში უფრო გამანადგურებელი და დამღუპველი დარტყმებით დაემუქრა.

მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ დაეტოვებინათ თავშესაფრები. სამხედრო სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით,  ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა  შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ჰაგარიმ თეირანის მიერ განხორციელებულ  თავდასხმას სერიოზული  უწოდა  და თქვა, რომ ამას შედეგები მოჰყვება.

ირანელმა მაღალჩინოსანმა როიტერს განუცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების ბრძანება ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გასცა. ხამენეი რჩება უსაფრთხო ადგილას - აღნიშნა მან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი