ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები  მიმდინარეობს

29 სექტემბერი 2024, 14:36 178 ნახვა

ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნებია.  დაახლოებით 6,35 მილიონი ამომრჩეველი  183 დეპუტატს ირჩევს. 10 ათასამდე საარჩევნო უბნიდან პირველი დილის 6 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი არაუგვიანეს 17:00 საათზე დასრულდა.
ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია, რომელიც ბოლო გამოკითხვებში ლიდერობს, სავარაუდოდ გაიმარჯვებს. ულტრამემარჯვენეები ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოკითხვებში ლიდერობდნენ. 
ვარაუდობენ, რომ  პარტია ხმების 28%-ს მაინც მოიპოვებს, ამჟამინდელი კანცლერის კარლ ნეჰამერის ავსტრიის სახალხო პარტია რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება, ხოლო სამეულში  სოციალ-დემოკრატებიც მოხვდებიან. ავსტრიის მოქმედი კანცლერი  ნეჰამერი  მის კონკურენტს, ულტრამემარჯვენე ჰერბერტ კიკლს ტოქსიკურ საფრთხეს უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი