ლიბანი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს

29 სექტემბერი 2024, 11:55 203 ნახვა

ისრაელსა და ჰეზბოლას  შორის ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდალა ბუჰაბიბი გამოვიდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში   ლიბანი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც მის არსებობას ემუქრება". ”ჩვენი ხალხის მომავალი და ჩვენი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა და ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო ჩარევას, სანამ სიტუაცია დომინოს ეფექტით გამოვა კონტროლიდან, რაც ამ კრიზისის შეკავებას შეუძლებელს გახდის”, - თქვა ბუჰაბიბმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ლიბანის მთავარმა დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა უარყო საერთაშორისო  მოწოდებები  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაუპირისპირდა თავის მთავარ მოკავშირეს ვაშინგტონს და განაგრძო საჰაერო დარტყმები, რომლებმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა უკვე  ლიბანში და ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის  საფრთხეები გააჩინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში