თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმისას ჰესბოლას ლიდერის დაღუპვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ჰასან ნასრალა ლიბანისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და მისი შეცვლა რთული იქნება. ჰაკან ფიდანმა ასევე თქვა, რომ თურქეთის აზრით, ისრაელი არ გაჩერდება ლიბანში და ღაზაში ომი უფრო ფართო რეგიონულ ომში გადაიზრდება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების „უმწეობა“ ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთში ძალადობის გაგრძელებას.