საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა

28 სექტემბერი 2024, 21:04 250 ნახვა

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი