„ქართული ოცნების“ კვლევა - შეფასება

28 სექტემბერი 2024, 14:54 190 ნახვა

"ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კვლევა პოლიტიკური ბრალდებების საგნად იქცა. სახელისუფლებო გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 53 პროცენტი მიკერძოებულია ოპოზიციის სასარგებლოდ. საპასუხოდ ოპონენტები "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო საზოგადოების დევნაში ადანაშაულებენ.  პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს, ადამიანი იყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე პოლიტიკური პარტიის წევრიც. მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციასთან კავშირში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლად ვერ ჩაითვლება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი