ისრაელის არმიის შტაბის უფროსის განცხადება

28 სექტემბერი 2024, 14:50 169 ნახვა

ისრაელის არმიის შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ მას ჰეზბოლას მეთაურის ჰასან ნასრალას ლიკვიდაციით არ დაუცარიელებია თავისი „ინსტრუმენტების ყუთი“. ჩვენ კიდევ უფრო  მეტი საშუალება  გვაქვს, რომელიც შეიძლება შემდგომში გამოვიყენოთ ”, - განაცხადა ჰერცი ჰალევიმ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა  ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს, ლიკვიდირებულია ასევე  ჰეზბოლას კიდევ ერთი ლიდერი  ალი კარაკი - განაცხადა სამხედროების არაბულ ენოვანმა წარმომადგენელმა ავიჩაი ადრეიმ  ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე ისრაელის განხორციელებული  თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც დაჯგუფებას 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი