საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს

28 სექტემბერი 2024, 12:01 163 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით.

სამინისტრო მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, 7 ოქტომბრის ჩათვლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი