ბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე, მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების გაყვანის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები ითხოვენ. მათი განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ სოფელში არსებული ინფრასტრუქტურა და მათი საკუთრება დააზიანა, რომელიც ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.
კორომხეთელები კერძო კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრასა დაზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, სამუშაოები სოფელში 3 თვის წინ დასრულდა.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრის გიორგი შარკოვის თქმით , ყველა ზიანის დათვლა და ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება.