დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც სამ ეტაპად განხორციელდება: I ეტაპზე ის მოსწავლეები რეგისტრირდებიან, რომელთა და-ძმა სწავლობს სკოლაში, მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელ გოჩა დავითაძის განცხადებით, საჯარო სკოლები 2 ათასამდე პირველკლასელის მისაღებად მზად არიან, რაც არსებული პრაქტიკით, მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საკმარისი უნდა იყოს. პირველის შემდეგ, რეგისტრაციის მეორე და მესამე ეტაპები გაიმართება. ბავშვებს, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერც ერთ ეტაპზე დარეგისტრირდებიან, სექტემბერში, განათლების მინისტრის ბრძანებით, სპეციალური რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 24 აპრილამდე გაგრძელდება.