დღეს “კოლხობაა” 

26 სექტემბერი 2024, 10:59 166 ნახვა

დღეს კოლხობაა, სახალხო დღესასწაული უკვე 45 წელს ითვლის. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სარფის სანაპიროზე მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი. ხელვაჩაურის მერია ადგილობრივებსა და სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას და საინტერესო ღონისძიებას ჰპირდება.

ტრადიციულად გაიმართება თეატრალური წარმოდგენა მეფე აიეტისა და მედეას გმირების მონაწილეობით. კოლხობა სწორედ მათ უკავშირდება და მას აჭარაში 1978 წლიდან აღნიშნავენ.

თავიდან დღესასწაულს ქვაომხაზობას უწოდებდნენ, თუმცა მალევე ადგილობრივების გადაწყვეტილებით, კოლხობა დაარქვეს.

კოლხობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სარფის სანაპიროზე 18:00 საათზე დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი