ხელვაჩაურში დღეს მაჭახლობა იზეიმეს. სახალხო დღესასწაული სოფელ სინდიეთში გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, თოფი მაჭახელა თავისი ერთადერთი ოსტატით და ხეობის უძველეს მარანში დაწურული ღვინო.
მაჭახლობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და იგი ისტორიული ხეობის პოპულარიზაციას ემსახურება, იგი ტრადიციულად 2007 წლიდან აღინიშნება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            