სისხლიანი ბზები ეგვიპტეში

09 აპრილი 2017, 00:00 3277 ნახვა

ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბზობის დღესასწაულზე კოპტურ ეკლესიებში განხორციელებულმა ტერაქტებმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა.

ვინ დგას სისხლიანი თავდასხმების უკან, დეტალები ჩვენს რეპორტაჟში.ალექსანდრიასა და ტანტაში მომხდარი აფეთქებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დაშავებულან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში  მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.  01 01 10 88 844. უწყების განმარტებით, ჯერჯერობით ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეების ზარი არ დაფიქსირებულა.

ეგვიპტის კოპტურ ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილი. „ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის  განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში