გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მიმდინარე „მომავლის სამიტში" მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე.
„მომავლის სამიტი“ გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაერო-ს გენერალური მდივნის ეგიდით იმართება.