ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში 

19 სექტემბერი 2024, 20:00 271 ნახვა

პროგრამა "მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ოთხ სოფელში თავშეყრის ადგილებში სივრცეებს აწყობენ. უკვე დასრულდა პროგრამით გათვალისწინებული გზების ბეტონირება. მიმდინარეობს გარეგანათებების მოწყობა.

დარჩენილ პროექტებთან  დაკავშირებით ნაწილზე ტენდერია გამოცხადებული და სამუშაოები მალე დაიწყება.

 "მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის" წელსაც მილიონ ნახევარი ლარია გათვალისწინებული. საინფორმაციო კამპანია დეკემბრის დასაწყისში დაიწყება.

პროგრამის მიხედვით ადგილობრივებმა კენჭისყრის გზით, იდეები უნდა აირჩიონ იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას რეგიონში.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი