გრიპის ვაქცინაცია ერთ თვეში დაიწყება

19 სექტემბერი 2024, 10:05 200 ნახვა

გრიპის ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყება. სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამით ის პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება რისკ ჯგუფებისთვის.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ვანო ჩხაიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია გრიპის აქტიური სეზონის დადგომამდე ჩატარდეს.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მსუბუქი ვირუსული ინფექციები ცირკულირებს, როგორიცაა რინო და ადენო ვირუსები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი