გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.