მოსმენა აშშ-ის სენატში - პოლიტიკური შეფასებები

13 სექტემბერი 2024, 14:51 178 ნახვა

სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა სენატში - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკა გიგაურის მიერ შეერთებული შტატების სენატში გაკეთებული განცხადებები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკელი სენატორების და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოსვლა იყო მორიგი ლუსტრაცია.

ეკა გიგაურის გამოსვლა სენატში არც გასაკვირი და არც საინტერესო აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სენატორებმა თავიანთი განცხადებებით წითელი ხაზები გადაკვეთეს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გუშინდელი განცხადებებით დადასტურდა, რომ მმართველ პარტიას საერთაშორისო ასპარეზზე არ ენდობიან.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში