რომაული ფესტივალი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიოს ციხეში წელსაც პომპეზურად ჩატარდა. ღონისძიების მიზანია იმ რომაული ეპოქის გაცოცხლება, რაც საუკუნეების წინ ციხის ტერიტორიაზე ხდებოდა.
ფესტივალზე I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება განასახიერეს. მაყურებელმა იხილა ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი, გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები, ანტიკური ფრესკები,რომაული სამოსი, რომაული სამზარეულო.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო და გონიოს ისტორიულმა ციხემ უამრავ ადგილობრივსა და ვიზიტორს უმასპინძლა.