საპროტესტო აქცია 

12 სექტემბერი 2024, 14:58 518 ნახვა
 

ქობულეთის იუსტიციის სახლთან ბობოყვათის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი წლების განმავლობაში მამაპაპისეული მიწების საკუთრებაში დაბრუნების და კომპენსაციის მოთხოვნით სხვადასხვა დროს აქციებს მართავდნენ.

დღეს კი ისინი საჯარო რეესტრს იმ ფართების დაკანონებას სთხოვენ, რომელიც მშენებელმა კომპანიამ გადასცა და ადგილობრივებს შორის ხელშეკრულებაც გააფორმა. მსგავსი პრობლემა 150-მდე ოჯახს აქვს.

მოსახლეობის ინფორმაციით, აქციის შემდეგ რეესტრის თანამშრომელი  დაუკავშირდა და უახლოეს პერიოდში საკითხის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ბობოყვათის მცხოვრებლები მორიგ დაპირებას არ ენდობიან.

საჯარო რეესტრის წარმომადგენელი სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ უახლოეს დღეებში, ბათუმში იქნება შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს კონსულტაციები კომპანიის იურისტთან.

შპს "პეტრა სი რეზორტის" იურისტი სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ პროექტი დამტკიცებულია. მოსახლეობასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და შეთანხმებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში