13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონიალზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება.