ჩრდილოეთ ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა. მეტეოროლოგიურ სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ტაიფუნის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესები და წყალდიდობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს.
სააგენტო „როიტერის ინფორმაციით, სტიქიის გამო დაზიანდა 3-ზე მეტი სახლი და დაიტბორა 120 000 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწა.
ვიეტნამამდე ტაიფუნი „იაგი“ სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს.