მედიაწიგნიერება - გადამზადების პროგრამა

09 სექტემბერი 2024, 10:01 217 ნახვა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებისთვის გადაამზადა.

სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე პროფესორ-მასწავლებლებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ მედიაწიგნიერების მკვლევარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც ლექტორები საგნისთვის სილაბუსის შემუშავებას, სალექციო პროცესის წარმართვასა და არსებულ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირებას შეძლებენ. 

ორდღიანი სემინარი თეორიული საკითხების გარდა მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა პროგრამაზე დაფუძნებით სილაბუსის სამუშაო ვერსიები შეიმუშავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი