საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა

07 სექტემბერი 2024, 18:00 430 ნახვა

ბათუმის 88 საუბნო საარჩევნო კომისია დაკომპლექტდა. 715 განაცხადიდან 704 კომისიის წევრი შეირჩა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები. პირველ ეტაპზე კომისიის წევრების არჩევა არასაკმარისი ხმების გამო ბათუმის 79-ე ოლქში ვერ მოხერხდა, ისმოდა ბრალდებებიც. სხდომის წევრების ოპოზიციონერი წარმომადგენლები პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ იმ მიზეზით, რომ მათ არ მიეცათ საშუალება კონკურსანტებისთვის მოესმინათ. ითხოვდნენ, სხდომა გადადებულიყო.

ისინი ასარჩევ წევრების ნაწილს კომპეტენციას უწუნებდნენ და მიაჩნდათ, რომ კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით კომპლექტდება. საბოლოოდ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები მეორე კენჭისყრით აირჩიეს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ არჩევნების პროცესი სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში