დაჯილდოვება პრეზიდენტის სასახლეში

07 სექტემბერი 2024, 12:08 224 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა მათ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში