უფასო სამედიცინო კონსულტაციები

03 სექტემბერი 2024, 11:09 284 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციები გაიმართა ხულოსა და ქედის სამედიცინო ცენტრებში, ასევე ღორჯომისა და ბეშუმის ამბულატორიებში სამედიცინო მომსახურება ორი დღის განმავლობაში მიდინარეობდა. პროცესს ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო.

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისათვის პერიოდულად იმართება უფასო სამედიცინო აქციები, რომლის ფარგლებში კონსულტაციას და სამედიცინო კვლევებს მოწვეული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები ახორციელებენ. შესაბამისად, პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტირების მიზნით, ადგილობრივებს მაღალკვალიფიციური მომსახურება მიეწოდებათ.

სამედიცინო აქციებში ჩართული იყო მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრის" და "საქართველოს კლინიკების" ქსელის ექიმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში