უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 197 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმის ოპერაციები სინკოვკას, პეტროპავლოვკას, გლუშკოვკას, კოლესნიკოვკას, სტელმახოვსა და ბერესტოვოის მახლობლად.
უკრაინული მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსეთის ძალებმა შეტევა ზაპოროჟიეზე განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბიჭი.
შეტევა განხორციელდა დნეპრზეც, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ექვსი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.
თავდასხმები განხორციელდა სხვადასხვა იარაღით, მათ შორის საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით.