ბათუმელი მარიამ კალანდაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

31 აგვისტო 2024, 21:57 795 ნახვა

ბათუმელი მოჭადრაკე მარიამ კალანდაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მარიამმა მეორე ადგილი 14  წლამდე ასაკის გოგონათა შორის მოიპოვა.

კალანდაძემ III-VIII  ტურის ჩათვლით შესანიშნავად ითამაშა და ზედიზედ 6 გამარჯვება იზეიმა. დასკვნით ტურში კი ყაიმით დაასრულა შეხვედრა პირველ ადგილზე გასულ ვერა ვუჟოვიჩთან და პირველად მოიპოვა კონტინენტის  ვიცე-ჩემპიონის ტიტული.

მარიამი, ბათუმის საჭადრაკო კლუბის “ნონას”წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე არის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი