დისკუსიის შედეგად უნდა შევთანხმდეთ ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს გიორგი მარგველაშვილი - უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა
„დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი.
სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს, შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს.
თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ.
სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაეწყო საჯარო დისკუსიები.
ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს.
ეროვნული უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, სადაც განვიხილავ საბჭოს აპარატის მიერ შესრულებულ დავალებას და საბჭოს წევრებთან ერთად ვითათბირებ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ.
პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოებისსტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.