სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა

30 აგვისტო 2024, 10:40 291 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სტანდარტი უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფა და განვითარება. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ განახლებული დოკუმენტი მოიცავს სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკას კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. ის ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სადოქტორო განათლების სახელმძღვანელო პრინციპებს.

დოკუმენტი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა დ. ა. შ.

აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით შემუშავდა - შინაარსობრივი მხარე და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განხილულ იქნა რექტორთა საბჭოს სხდომებზე“, - აღნიშულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი