იტალიაში კაზერტის პროვინციაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მეწყრის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ძლიერმა წვიმამ დააზარალა მილანისა და კომოს რეგიონებიც.