სახელობითი სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

23 აგვისტო 2024, 14:41 307 ნახვა

დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებულ პროგრამაზე. სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც მერიის  გვერდზე არ ატვირთული. სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტი აქვთ მიღებული.

თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს. ასევე წელს გრანტოსანი სტუდენტებიც დაფინასდებიან მერიის მიერ დაწესებული ჯილდოთი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში