დაცულ ტერიტორიებს ახალი სტატუსი მიენიჭება

23 აგვისტო 2024, 11:54 275 ნახვა

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის მისაღებად სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და სტატუსის მისაღებად იუნესკოს მიმართა. დაგეგმილია სამეცნიერო დოსიეს მომზადებაც, რომელიც თავის დროზე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის მომზადდა და ქვეყანაში არსებულ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. 

ლანდშაფტების ეკოლოგი  იზოლდა მაჭუტაძე განმარტავს, რომ კვლევები 20 წლის  განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალი სტატუსის მისაღებად კი დაახლოებით ერთი წელია საჭირო. ქვეყნის ოთხ დაცულ ტერიტორიას, მათ შორის ქობულეთის ნაკრძალს,  4 წლის წინ, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ნათია შავაძე
რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი