„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება-შეფასებები

21 აგვისტო 2024, 12:08 357 ნახვა

ქართული ოცნების პოლიტ საბჭოს განცხადება მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოცნების წარმომადგენლების თქმით, სულ მალე პოლიტსაბჭოს განცხადება სამართლებრივ ჭრილში გადაიზრდება. უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას თქმით, პროცესი იქნება ღია. ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულს, რომელიც უახლოეს წარსულში ჩაიდინეს, მთელი ერი გაიგებს. ოდიშარიას განცხადებით,  ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ახასიათებს და მისი მიზანი საზოგადოების დაპირისპირებაა. შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა. მათ შორის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში