შუა საუკუნეების ქვევრები და ოსმალური პერიოდის არტეფაქტები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა მაჭახლის ხეობაში, ყალივაკეს სახელით ცნობილ ციხეზე. ექსპედიცია ტერიტორიაზე 25 ივლისს დაიწყო, გაიწმინდა გვირაბი, რომელიც მდინარემდე ჩადის და ამით ის გამორჩეული და უნიკალურია. ასევე შიესწავლეს მისი შიდა ნაწილი და კოშკი.
ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალები. სპეციალისტების თქმით, კოშკი ორსართულიანია და მის პირველ სართულზე განთავსებულია ქვევრები. მიაჩნიათ, რომ უფრო ქვედა ნაწილში, ანუ მიწისქვეშ შესაძლოა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ადრეფეოდალური ხანის არტეფაქტებიც იყოს.
ყალივაკეს ციხე სავარაუდოდ, მე-11 მე-16 საუკუნეებისაა, შესაძლოა უფრო ძველიც, ამას უკვე მისი საბოლოო შესწავლა დაადგენს. არქეოლოგიური გათხრები ციხეზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანზიებით ჩატარდა. სამუშაოების ხმარდამჭერია ხელვაჩაურის მერია.