დიალეზის პროგრამაში ჩართული პაციენტების მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს

20 აგვისტო 2024, 12:07 278 ნახვა

ქობულეთში მცხოვრები, დიალეზის პროგრამით  მოსარგებლე 20  პაციენტი საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროებს დახმარებას სთხოვს. ამბობენ, რომ კლინიკას, რომელიც მათ მომსახურებას უწევს ექიმი-ნეფროლოგი არ ჰყავს და საჭიროების შემთხევაში იგი ბათუმიდან ჩამოჰყავთ, თუმცა არც თუ ისე ხშირად. ჰოსპიტალს, რომელიც  საქართველოს კლინიკების გაერთიანებას წარმოადგენს, ექიმი-ნეფროლოგის პრობლემა წლებია აქვს, რის გამოც დიალეზის პროგრამით მოსარგებლე პაციენტების მართვა, ძირითადად სხვა პროფილის მედიკოსებს უხდებათ.

პაციენტებმა  დღეს განცხადება გაააკეთეს და  კლინიკის მენეჯმენტს სხვა პრეტენზიებიც წაუყენეს, მათ შორის,  სამედიცინო სერვისსა და მომსახურების სივრცეებზე. კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აჭარაში ექიმი-ნეფროლოგების დეფიციტია და პრობლემის მოგვარებას ისინი მათი სხვადასხვა ქალაქიდან მოწვევით ცდილობენ. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, პაციენტებს ჰპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დამატებით ინფორმაციას ველოდებით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში